1)
პროექტის სახელწოდება:
„სკოლა
ჩვენი საერთო სახლია“
2)პროექტის მთავარი იდეა:
ჩვენს რუსულ–ქართულ სკოლაში
სწავლობენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები,
მათ ასწავლიან, ასევე სხვადასხვა ეროვნების
პედაგოგები.პროეტის იდეა არის––ვაჩვენოთ
მათი მრავალწლიანი თანამშრომლობა და
თანაცხოვრება.
3)პროექტის
აქტუალობა :
პროექტი აქტუალურია იმდენად,რამდენადაც
სკოლაში სწავლება მიმდინარეობს სანახევროდპროექ
„ოკუპანტის“ ენაზე,ასევე ის რომ მრავალეროვან
მოსწავლეებს შორის სააუბრო ენაა,როგორ
ქართული,ასევე რუსული ენა.გარდა ამისა, ეს
მოსწავლეები სკოლის დასრულების შემდეგ
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მიმოიფანტებიან
ხოლმე და
ერთმანეთთან მეგობრობას აგრძელებენ.
4)პროექტის მიზნები:
მოსწავლეები გახდებიან უფრო კომუნიკაბელურე–
ბი,გაიღრმავებენ ცოდნას სხვადასხვა ერის ხალხთა
შესახებ. ამ პრეექტზე მუშაობა უფრო დაამეგობრ–
ებს და დააახლოებს მათ.
5)მონაწილეთა ასაკი:
მე–7 კლასი
6)ვადები/ხანგრძლივობა:
სასწავლო წლის ბოლო ერთი კვირა.
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ბავშვები გაიღრმავებენ ცოდნას,გამოიმუშავებენ
კვლევა–ძიების უნარს,დაამზადებენ კედლის გაზეთს, გაიცნობენ ამ სკოლის კურსდამთავრებულ გამოჩენილ ადამიანებს
და ჩაატარებენ ღონისძიებას,სადაც მოიწვევენ ამ ადამიანებს.
8)პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ფურცელი,კალამი,წიგნები,სკოლის არქივი.
9)პროეტის მსვლელობა:
კლასს ვყოფთ ჯგუფებად.
I ჯგ.––მოიძიებს
სკოლის შექმნის ისტორიას.
II ჯგ.––მოიკვლევს სკოლის არსებობის
მანძილზე
რამდენი ეროვნების ბავშვს უსწავლია აქ.
III ჯგ.––რამდენი
ეროვნების პედაგოგს უსწავლებია
და დღესაც განაგრძობს მუშაობას ამ სკოლაში.
IV ჯგ.––მოიძიებენ და ღონისძიებაზე მოიწვევენ ჩვე–
ნი სკოლის კურსდამთავრებულ სხვადასხვა
ეროვნების გამოჩენილ ადამიანებს.
V ჯგ.––ამ
მასალებზე დაყრდნობით შექმნის კედლის
გაზეთს და ორგანიზებას გაუწევს დაგეგმილ
ღონისძიებას.
10)საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
გეოგრაფია,რუსული ენა და ისტ.
11)პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):
ხათუნა დვალაშვილი
12)ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13)პროექტის
ვებ–გვერდი/ბლოგი: http://rustaviskola3.blogspot.com/
Комментариев нет:
Отправить комментарий